Thumbnail

გიორგი ლორიას ტრავმა აქვს და მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ტრავმირებულია
  • უახლოეს მატჩში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ტრავმირებულია. ანორთოსისის კიპერს კუნთის ეთნიკოსთან მატჩის წინ, გახურებისას დაუზიანდა და იმ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ლორიას MRI სკანირება ჩაუტარდა, რამაც სერიოზული და საგანგაშო არაფერი აჩვენა. თუმცა, ამ ეტაპზე მაინც უცნობია, ითამაშებს თუ არა ის კვირას, ჩემპიონატის მორიგ ტურში კარმიოტისასთან მატჩში. ეს საკითხი საბოლოოდ სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა.

ლორიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი (ჩრდილოეთ მაკედონიასთან) მოახლოვდა და სავარაუდოდ, ორშაბათს, ვლადიმირ ვაისი ნაკრების შემადგენლობასაც დაასახელებს.

მიმდინარე სეზონში ლორიამ კვიპროსის პირველ დივიზიონში 7 თამაში ჩაატარა, 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა და 6 გოლი გაუშვა. ანორთოსისი 19 ქულით აპოლონეთან ერთად ლიდერის პოზიციას იყოფს, კარმიოტისას კი 1 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაუპირისპირდება.

📺 გიორგი ქვილითაიას გოლი ეთნიკოსთან

კომენტარები

ბოლო ამბები