Thumbnail
  • არსენალმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და B ჯგუფს მიოლდესთან ერთად ლიდერობს
  • კაჭარავას ლეხი ბენფიკასთან უშანსოდ დამარცხდა

ევროპალიგის მეორე ტურის პირველი მატჩები უხვგოლიანი გამოდგა, მაგრამ მეორე სესიამ მოლოდინები იმდენად ვერ გაამართლა. არსენალმა ირლანდიურ დანდალკს მარტივად 3:0 სძლია და ჯგუფში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. ლონდონელები ევროპალიგის ჯგუფს მიოლდესთან ერთად ლიდერობენ, რომელმაც ვენის რაპიდის დამარცხება მოახერხა.

არსენალი 3:0 დანდალკი

გოლები: 1:0 ნკეტია (42), 2:0 ვილოკი (44), 3:0 პეპი (46)

ჯენარო გატუზოს ნაპოლიმ სან სებასტიანში სოსიედადს პოლიტანოს მიერ გატანილი გოლით მოუგო და ჯგუფში პირველი 3 ქულა მოიპოვა. ამ ჯგუფს ალკმაარი ლიდერობს, რომელმაც რიეკა საკუთარ მოედანზე 4:1 გაანადგურა და 6 ქულა დააგროვა.

სოსიედადი 0:1 ნაპოლი

გოლი: 0:1 პოლიტანო (55)

სამწუხაროდ, ნიკა კაჭარავას ლეხი ბენფიკასთან უშანსოდ დამარცხდა. ლისაბონელებმა პოლონელები პიცის დუბლითა და ვალდშმიდტის გოლით დაამარცხეს. კაჭარავა სათადარიგო სკამზე იყო და მინდორზე მხოლოდ 87-ე წუთზე გამოჩნდა.

რომა 0:0 ცსკა სოფია

კლუჟი 1:1 იანგ ბოიზი

გოლები: 1:0 რონდონი (62), 1:1 ფასნახტი (69)

მიოლდე 1:0 რაპიდი

გოლი: 1:0 ომიჯუანფო (65)

სლავია 1:0 ლევერკუზენი

გოლი: 1:0 ოლაინკა (80)

ნიცა 1:0 ჰაპოელ ბეერ შევა

გოლი: 1:0 გუირი (22)

ბენფიკა 3:0 სტანდარდი

გოლები: 1:0 პიცი (პენ-49), 2:0 ვალდშმიდტი (პენ-66), 3:0 პიცი (76)

რეინჯერსი 1:0 ლეხი

გოლი: 1:0 მორელოსი (68)

გრანადა 0:0 პაოკ

ომონია 1:2 პსვ

გოლები: 1:0 გომესი (29), 1:1 მალენი (40), 1:2 მალენი (90+2)

ალკმაარი 4:1 რიეკა

გოლები: 1:0 კოოპმაინერსი (6), 2:0 გუდმუნდსონი (20), 3:0 კარლსონი (51), 4:0 გუდმუნდსონი (60), 4:1 კულენოვიჩი (72)

კომენტარები

ბოლო ამბები