Thumbnail
  • ცსკა 84:75 ვალენსია
  • თორნიკე შენგელია: 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი

ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში ქართველი კალათბურთელის ყოფილი გუნდი, ვალენსია დაამარცხა - 84:75. 

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მან 23:22 წუთში გუნდს 10 ქულა ჩააგდო და ცსკა-ს 6 მოხსნით, 2 პასით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. ყველაზე მეტი ქულა შენგელიას თანაგუნდელ მაიკ ჯეიმსის ანგარიშზეა - 17. ცსკა-მ 6-დან 3 მატჩის მოგება მოახერხა. 6 ნოემბერს თორნიკე და კომპანია საბერძნეთში მიდის, სადაც პანათინაიკოსს ეთამაშება. 

თუ სასტარტო მატჩს არ ჩავთვლით (15 ქულა ბარსელონასთან), შენგელიამ 10-ქულიან ზღვარს ევროლიგაზე პირველად მიაღწია (ბოლო ოთხი თამაშიდან სამში გუნდს 8 ქულა მოუტანა, ერთში კი - 9). 

კომენტარები

ბოლო ამბები