Thumbnail

'როცა ის ლაპარაკობს, ყველა უსმენს' - უელსელი მორაგბე მსოფლიოს რეკორდს დაამყარებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • შაბათს ექვს ერზე უელსი შოტლანდიას მასპინძლობს
  • ალუნ ვინ ჯონსი კარიერაში 149-ე კეპს მოიპოვებს

შაბათს უელსის ქალაქ ჰლანეჰლიში ექვსი ერის ბოლო ტურში უელსის ნაკრები შოტლანდიას მასპინძლობს. ამ თამაშში მსოფლიოს რეკორდი დამყარდება - დღეს გახდა ცნობილი მატჩის მონაწილე გუნდების შემადგენლობები, მასპინძელთა რიგებში ითამაშებს ალუნ ვინ ჯონსი, ეს კი მისთვის 149-ე კეპი იქნება. ამით ჯონსი ზელანდიელთა ლეგენდარულ კაპიტანი რიჩი მაკკოუს გადაუსწრებს. 

ისიც აღსანიშნავია, რომ 149-დან 9 კეპი "ბრიტანელი ლომების" ეგიდით არის მოპოვებული, თუმცა საერთაშორისო კეპებში ესეც ითვლება.

"რა უნდა ვთქვათ, ის უძლიერესი ავტორიტეტია, როცა ჯონსი საუბრობს, ყველა ყურადღებით უსმენს. კორონავირუსის პანდემიის გამო, მას მეტი ხნით მოუწია ლოდინი, შაბათს მისთვის სპეციალური მატჩი იქნება", განაცხადა უელსელთა მწვრთნელმა უეინ პივაკმა. 

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრებმა სწორედ ამ თამაშისთვის მოსამზადებლად გამართა ტესტ-მატჩი საქართველოს ნაკრებთან და 48:7 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებსაც" მოუწევთ ჰლანეჰლიში თამაში, როცა "შემოდგომის ერთა თასის" ეგიდით უელსის ნაკრებს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 148-148 კეპი ჯონსსა და მაკკოუს აქვთ, 142 - სერჯო პარისეს (იტალია). 122 კეპი აქვს საქართველოს ნაკრების რეკორდსმენ დავით კაჭარავას, რომელმაც რაგბის თავი ახლახან დაანება.  

კომენტარები

ბოლო ამბები