Thumbnail

ლადო ხინჩეგაშვილი ამერიკის საჭიდაო შოუში იასპარეზებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლადო ხინჩეგაშვილი ოჰაიოში საჭიდაო შოუში გამოვა
  • ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე ამერიკელი მოჭიდავეა

ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი 1-ელ ნოემბერს ოჰაიოში (აშშ) Wrestling Club Showdown open-ის საჭიდაო შოუში მიიღებს მონაწილეობას. ეს შოუ ოჰაიოს უნივერსიტეტის ინიციატივით იმართება - ქართველი მოჭიდავე შოუს ძირითად ბრძოლებში გამოდის, მისი მეტოქე 65 კილო წონით კატეგორიაში მასპინძელი ჯაიდინ ეიერმანი იქნება. ის პანამერიკული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია და ბუნებრივია, გაცილებით ტიტულოვანი ხინჩეგაშვილი, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონიცაა.

შეგახსნებთ, რომ ხინჩეგაშვილმა სექტემბერში ნიუ იორკის საჭიდაო შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჯონ დიაკომიხალისი დაამარცხა. ოქტომბერში ლადო კალიფორნიის პლაჟზე ემზადებოდა ვალენტინ კალიკასთან ერთად ვარჯიშობდა. ერთ დღეს მასთან ერთად  UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემაც ივარჯიშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები