Thumbnail

'შენ ზლატანი არ ხარ და ვირუსს არ დაუპირისპირდე' - რას ურჩევს იბრა ხალხს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიმართვა საზოგადოებას
  • 39 წლის შვედის ორიგინალური განცხადება

მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიაში ჩაერთო. ლომბარდიის რეგიონის ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებული აქციის ფარგლებში შვედმა ფორვარდმა საზოგადოებას მიმართა და ურჩია, რომ კორონავირუსს არ დაუპირისპირდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ვირუსი დამიპირისპირდა და მე გავიმარჯვე, მაგრამ შენ არ ხარ ზლატანი, არ დაუპირისპირდე ვირუსს. დაიცავი წესები, დისტანცია და გამოიყენე ნიღაბი ყოველთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ".

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი 24 სექტემბერს დაუდგინდა და შვედმა ფეხბურთელმა 2 კვირა იზოლაციაში გაატარა. 39 წლის ფორვარდმა ვირუსის დამარცხება მოახერხა და შესანიშნავ ფორმაშია. სერია A-ს ბომბარდირთა რეიტინგს ის 3 მატჩში გატანილი 6 გოლით ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები