Thumbnail

ვიერი მესიზე: როდესაც კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'იმიტომ, რომ მისი წასვლის შემდეგ საყურებელი აღარაფერი იქნება'
  • იტალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ლეოს თამაშით აღფრთოვანებულია

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კრისტიან ვიერიმ აღფრთოვანება გამოთქვა ბარსელონას ლიდერ ლიონელ მესის თამაშით. შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ტურინის იუვენტუსს 2:0 სძლია და არგენტინელმა ვარსკლავმა გატანა ამ შეხვედრაშიც მოახერხა. ვიერის კომენტარი AS-მა გაავრცელა.

“მესი ჯადოქარია. ის ფეხბურთის ჰარი პოტერია. როდესაც ლეო კარიერას დაასრულებს, მე ტელევიზორს გადავაგდებ. ტელევიზიაში მუშაობასაც დავასრულებ და მხოლოდ Netflix-ს ვუყურებ, იმიტომ, რომ მესის წასვლის შემდეგ საყურებელი აღარაფერი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მთელი კარიერაა ბარსელონას ღირსებას იცავს და 34 ჯილდო აქვს მოგებული, მათ შორის 10-ჯერ ყოფილა ესპანეთის ჩემპიონი და 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მესი “ოქროს ბურთის” 6-გზის მფლობელიცაა.

📺 იუვენტუსი 0:2 ბარსელონა

კომენტარები

ბოლო ამბები