Thumbnail
  • ჰიუსტონ როკეტსის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
  • სტიველ საილასი ჰარდენთან და ვესტბრუკთან დალასიდან მიდის

ჰიუსტონ როკეტსმა ახალი მთავარი მწვრთნელი იპოვნა. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიმს ჰარდენისა და რასელ ვესტბრუკის დამრიგებელი მომავალ სეზონში სტივენ საილასი იქნება, რომელიც დალას მავერიკსში ასისტენტად მუშაობდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაიკ დ’ანტონის ჰიუსტონში სწორედ საილასი შეცვლის, პირველად ESPN-ის ინსაიდერმა ადრიან ვოინაროვსკიმ გაავრცელა.

სტივენ საილასი მთავარ მწვრთნელად პირველად ინიშნება. იგი შეცვლის დ’ანტონის, რომელსაც როკეტსი 4 წლის მანძილზე მინიმუმ კონფერენციის ნახევარფინალში გაჰყავდა.

პოლ საილასი NBA-ში მთავარ მწვრთნელად პირველად 1980 წელს დაინიშნა, მისი შვილი კი - 40 წლის შემდეგ

46 წლის სპეციალისტი ყოფილი მოთამაშისა და მწვრთნელის, პოლ საილასის შვილია და როგორც ჩვენი ამერიკელი კოლეგები წერენ, ჰიუსტონ როკეტსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შემტევი კალათბურთის სიყვარულისა და ლიგაში ძალიან კარგი რეპუტაციის გამო მიიღო. დალასის ვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა საილასს ჰიუსტონში დანიშვნა უკვე მიულოცა.

სტივენ საილასმა მავერიკსის დამრიგებლის, რიკ კარლაილის შტაბში მხოლოდ ორი სეზონი გაატარა. მანამდე ის ასისტენტად მუშაობდა შარლოტ ჰორნეტსში, გოლდენ სტეიტ უორიორსსა და კლივლენდ კავალიერსში.

კომენტარები

ბოლო ამბები