Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ბარსელონამ ტურინში, იუვენტუსი უსმან დემბელესა და ლიონელ მესის გოლებით 2:0 დაამარცხა და მატჩის შემდეგ ესპანური გუნდის ტვიტერის გვერდზე ირონიული პოსტი გამოქვეყნდა.

"გვიხარია, რომ თქვენს მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელის თამაში იხილეთ", - ასეა დასათაურებული მესის ფოტო ბარსელონას ტვიტერზე და იუვენტუსის გვერდიც მონიშნულია.

პოსტს ტურინული გუნდიც პასუხობს: "თქვენ ალბათ ლექსიკონი არასწორად მოძებნეთ. ნამდვილ GOAT-ს "კამპ ნოუზე" ჩამოგიყვანთ".

ამ პოსტით კატალონიელებმა, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდოს დამცირება სცადეს და ხაზი გაუსვეს, რომ GOAT მხოლოდ და მხოლოდ ლიონელ მესია. იუვეს პასუხიც შესაბამისი იყო...

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფს 2 ტურის შემდეგ ბარსელონა 6 ქულით ლიდერობს, იუვენტუსს 3 ქულა აქვს, ხოლო ფერენცვაროშსა და კიევის დინამოს თითო-თითო. მე-3 ტურში იუვე უნგრეთის ჩემპიონს, ბარსელონა კი უკრაინელებს დაუპირისპირდება.

📺 იუვენტუსი 0:2 ბარსელონა [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები