Thumbnail

თემურ ქეცბაიასა და თორნიკე ოქრიაშვილს შორის კონფლიქტი ამოწურულია. ეთნიკოსთან მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თემური ძალიან უყვარს. "ოქრიმ" გუშინდელი მატჩიც (1:0) შეაფასა და თქვა, რომ ძალიან რთული თამაში მოიგეს.

"ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ მოვიგეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვულოცავ ბიჭებს. მადლობა ფანებს, რომლებიც მოვიდნენ და ახლა შემდეგი მატჩისთვის მოვემზადებით", - თქვა ოქრიაშვილმა.

შემდეგ მას ჰკითხეს: "გიყვარს თემური?" - რაზეც ოქრიაშვილის პასუხი უყოყმანოდ გასცა: "მიყვარხარ, თემურ!"

📺 ოქრიაშვილის მიმართვა ქეცბაიას

შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ ნიქოზიის აპოელთან (2:0) გამარჯვების შემდეგ ოქრიაშვილსა და ქეცბაიას შორის მოედანზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. თუმცა, როგორც ჩანს, გაუგებრობა მალევე მოგვარდა.

📺 ოქრიაშვილის და ქეცბაიას შელაპარაკება

ანორთოსისმა გუშინ მე-5 ტურის გადადებული თამაში ჩაატარა ეთნიკოსთან, რომელიც გიორგი ქვილითაიას გოლით მოიგო. ამ შეხვედრაში ქვილითაია და ოქრიაშვილი მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდნენ, ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ლორიას მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია. ფამაგუსტელებს 8 თამაშში 19 ქულა აქვთ და ლიდერობას აპოლონთან ერთად იყოფენ.

📺 გიორგი ქვილითაიას გოლი ეთნიკოსთან

კომენტარები

ბოლო ამბები