Thumbnail

ჯოკოვიჩმა სამპრასის რეკორდი გაიმეორა და ჩოგბურთის ისტორიას წერს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა
  • ვენაში მან პიტ სამპრასის რეკორდი გაიმეორა

ნოვაკ ჯოკოვიჩის კიდევ ერთი ძალიან შთამბეჭდავი წარმატება!

ჩოგბურთის სერბმა სუპერვარსკვლავმა ვენის ტურნირზე ბორნა ჩორიჩი 7:6 (13:11), 6:3 დაამარცხა და კარიერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფეხურს მიაღწია.

ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით, ნოლემ ამ სეზონის ბოლომდე რეიტინგში პირველობა გაინაღდა. შეუძლებელია, რომ ჯოკოვიჩს ამ სეზონში ვინმემ გადაასწროს. ეს იმას ნიშნავს, რომ 33 წლის სერბი კარიერაში მეექვსედ დაამთავრებს წელს პირველი ჩოგნის სტატუსით და პიტ სამპრასის რეკორდს გაიმეორებს.

აღსანიშნავია, რომ სამპრასი, რომელმაც კარიერა 2003 წელს დაასრულა, რეიტინგის პირველი ნომერი ჯამში 286 კვირის განმავლობაში იყო. მას დიდი სლემის 14 ტურნირი აქვს მოგებული.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ ორ კატეგორიაში სამპრასს უკვე დიდი ხანია, გადაასწრო. სერბი 2020 წლის 26 ოქტომბრამდე ჯამში 293 კვირის მანძილზე იყო პირველი ჩოგანი და კარიერაში უკვე 17 დიდი სლემის მოგება მოასწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები