Thumbnail

NBA | ეს კატასტროფაა! ლიგის შემოსავლები 40 პროცენტით მცირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

კორონავირუსის პანდემიის გამო უამრავ სპორტულ კლუბსა თუ ლიგას შეექმნა პრობლემები. მათ შორის NBA-ც მოხვდა. ESPN-ის კვლევის თანახმად, ლიგის შემოსავალმა გასულ სეზონში 8,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ NBA-ს შემოსავლები 10 პროცენტით შემცირდა.

ახალ კვლევაში აღნიშნული ინფორმაციების საფუძველზე, ლიგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ NBA-ს შემოსავლების შემცირება მომავალ სეზონშიც გაგრძელდება და ლიგის ბიუჯეტი კიდევ 40 პროცენტით შემცირდება. NBA 2020-2021 წლების სეზონში შემოსავლის სახით მხოლოდ 4 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.

წაიკითხეეს უნდა მომხდარიყო - როგორ დაბრუნდა ჩემპიონობა კალიფორნიაში

გარდა ამისა, ჯერ კიდევ უცნობია, როდის დაიწყება NBA-ს ახალი სეზონი. ლიგის მესვეურებს სურთ, რომ ეს 22 დეკემბერს მოხდეს, რათა ტურნირი ოლიმპიადის დაწყებამდე დაასრულონ. კალათბურთელების დიდი ნაწილი ამ თარიღის წინააღმდეგია. გეტყვით, რომ NBA-ს შემოსავალი 21-ე საუკუნის დაწყებიდან მეორედ შემცირდა. პირველად ეს 2010-2011 წლების სეზონების შემდეგ მოხდა, თუმცა 2011-2012 წლების სეზონიდან ლიგის შემოსავალი მუდმივად იზრდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები