Thumbnail
  • pasp.org.cy კვიპროსის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო გოლსა და სეივს ავლენს
  • გიორგი ქვილითაიას გოლი და გიორგი ლორიას სეივი აპოელთან

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ფამაგუსტას ანორთოსისმა ნიქოზიის აპოელს უმასპინძლა და 2:0 მოუგო. თემურ ქეცბაიას გუნდიდან გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ქართველმა შემტევმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ ერთ-ერთ კონკურენტთან საკმაოდ ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი.

ვებგვერდი pasp.org.cy მე-8 ტურის საუკეთესო გოლსა და სეივს ავლენს. ნომინანტთა სიაში ორი ქართველი მოხვდა. გიორგი ქვილითაია ტურის საუკეთესო გოლის ტიტულისთვის იბრძვის, ხოლო გიორგი ლორია საუკეთესო სეივის ტიტულისთვის. ქართველ ქომაგს ნაკრების ფეხბურთელების დახმარება ხმის მიცემით შეუძლია. თქვენი აზრი ამ ბმულზე უნდა დააფიქსიროთ.

აღსანიშნავია, რომ ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში გადადებული მატჩიც მოიგო. ქეცბაიას გუნდმა ეთნიკოსს 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი კი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხედ გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები