Thumbnail

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც 28 ოქტომბერს, ლიონელ მესისა და ბარსელონას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა. 

35 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის ბოლო ტესტი COVID-19-ზე ისევ დადებითი აჩვენა და შესაბამისად, კრიშტიანო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვდრას, რომელშიც იუვენტუსი ბარსელონას უმასპინძლებს, გამოტოვებს.

"თავს ჯანმრთელად და ბრწყინვალედ ვგრძნობ! წინ, იუვე!", - დაწერა რონალდომ სოციალურ ქსელში, მაგრამ მოგვიანებით ფეხბურთელმა პოსტზე უკმაყოფილომ თავადვე დააკომენტარა: "PCR იდიოტობაა!".

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელ ვარსკვლავს კორონავირუსი 13 ოქტომბერს, ჯერ კიდევ ეროვნული ნაკრებში ყოფნის დროს გამოუვლინდა. ფორვარდი იტალიაში დაბრუნდა და იმედოვნებდა, რომ ბარსელონასთან თამაშისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში ბარსელონასა და იუვენტუსს 3-3 ქულა აქვთ. იუვე-ბარსას მეორე ტურის შეხვედრის პარალელურად, ამ ჯგუფში ლაშა დვალის ფერენცვაროშისა და კიევის დინამოს დაპირისპირება გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები