Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცელი ხვიჩა კვარაცელია იმ ფეხბურთელების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებითაც დორტმუნდის ბორუსია ინტერესდება. ამის შესახებ championat.com-ს გერმანულ კლუბში წყარომ აცნობა, რაც რუბინის წარმომადგენელმაც დაუდასტურა. 

“პირველად არ ხდება, რომ მას აკვირდებიან, მაგრამ ამჯერად ახლა საუბარია ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის დეტალურად შესწავლაზე. პირველ რიგში, საჭირო იქნება ავტორიზირებული აგენტი, რომელიც კლუბის მხრიდან იმუშავებს ფეხბურთელის წარმომადგენელთან (ამჟამად ეს მამუკა ჯუღელია). მეორეც, დორტმუნდმა ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, რომ ხვიჩა შეიძინოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეებმა ზამთარში გადასვლის საკითხზე მოილაპარაკონ, თუმცა კონსულტაციები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს", - უთხრეს საიტს გერმანულ კლუბში.

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში 2019 წელს გადაბარგდა, სადაც მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გამოდიოდა, რის შემდეგაც რუბინში გადავიდა. მიმდინარე სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის 12 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი, მიითვალა 1 საგოლე პასი და მოიპოვა 3 პენალტი.

ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც რუბინთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, TRANSFERMARKT 7,5 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები