Thumbnail

'სრული სისულელეა' - ჯონსს ხაბიბის რეიტინგში გალიდერება სასაცილოდ არ ეყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ნახევრადმძიმე წონაში UFC-ს ექს-ჩემპიონი ჯონ ჯონსი ხაბიბ ნურმაგოდოვის ე.წ. Pound-for-pound-რეიტინგში (საუკეთესო მებრძოლების შეჯამებული კლასიფიკაცია წონითი კატეგორიებისგან დამოუკიდებლად) გალიდერებას გამოეხმაურა და შექმნილ სიტუაციას აბსურდული უწოდა. ჯონსმა რეიტინგში ცვლილებებზე თავისი აზრო სოციალურ ქსელში დაწერა.

“ეს სრული სისულელეა. ის ჩემპონი ელ იაკვინტასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვების გამო გახდა. არადა, ელი მისთვის მეტოქედ ბოლო წამს შეარჩიეს. კონორ მაკგრეგორი ხაბიბის ერთადერთი მოწინააღმდეგეა, რომელსაც ფართო პუბლიკა იცნობდა. და ამის გათვალისწინებით, ნურმაგომედოვი ისტორიაში უდიდესი მებრძოლის ტიტულს იღებს. ეს ძალიან სასაცილოა”.

ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ის მებრძოლთა ე.წ. Pound-for-pound-რეიტინგს სათავეში ოფიციალურად გუშინ ჩაუდგა. 32 წლის დაღესტნელმა სწორედ ჯონ ჯონსს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა. მსუბუქ წონით კატეგორიაში ყოფილი ჩემპიონი ჯონსი მე-2 ადგილზეა, ხოლო მე-3 ისრაელ ადესანია გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა მებრძოლთა კუნძულზე, აბუ დაბიში ამერიკელი ჯასტინ გეიჯი მე-2 რაუნდის დასაწყისში მარყუჟით "დააძინა" და გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ მან შერეულ ორთაბრძოლებში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 32 წლის რუსი მებრძოლი UFC-დან დაუმარცხებელი წავიდა (29 მოგება და 0 წაგება).

📺 ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა

კომენტარები

ბოლო ამბები