Thumbnail

ინგლისური ევერტონის გოლკიპერმა ჯორდან პიკფორდმა მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების გამო, პირადი მცველების აყვანა გადაწყვიტა. ინგლისელ მეკარესა და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის ხელყოფითაც კი ემუქრებიან მას შემდეგ, რაც მან ლივერპულის მცველ ვირჯილ ვან დეიკს მძიმე ტრავმა მიაყენა.

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის შემხვედრაში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, ლივერპულის ნიდერლანდელმა მცველმა, პიკფორდის სახიფათო ვარდნის შემდეგ, ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ოპერაცია ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აწესებს, როდესაც დარღვევა წითელი ბარათით ისჯება, მერსისაიდულ დერბიში კი არბიტრმა და VAR-მა მომენტი უყურადღებოდ იმის გამო დატოვეს, რომ ვან დეიკი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

📺 ევერტონი v ლივერპული [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები