Thumbnail
  • რურის დერბის შალკეს ერთადერთი ფანი დაესწრო
  • დენისი დორტმუნდელებში ამაყად იჯდა
  • გელზენკირხენულმა კლუბმა ერთგული ქომაგი დაასაჩუქრა

შაბათს, დორტმუნდის ბორუსიას და შალკეს მატჩს, რომელიც რურის დიდი დერბია, კორონავირუსის გამო მხოლოდ 300 ფანი დაესწრო და მათ შორის მხოლოდ ერთი იყო გელზენკირხენული კლუბის ქომაგი - მას დენისი ჰქვია.

შალკემ გადაწყვიტა, დორტმუნდელ ფანებში თამამად მჯდომი გულშემატკივარი დაესაჩუქრებინა. გელზენკირხენული კლუბის კოორდინატორმა საშა რიტერმა მას მალიკ ჩაუს მაისურა გადასცა, რომელიც ამ უკანასკნელს დერბიში ეცვა. გარდა ამისა, შალკემ ერთგული გულშემატკივარი მეგობარ გოგონასთან ერთად მომდევნო საშინაო მატჩზე (შტუტგარტთან, პარასკევს) დაპატიჟა.

“ძალიან მაგარი შეგრძნება იყო ის, რომ დერბის დროს ტრიბუნაზე შალკეს ერთადერთი ფანი ვიყავი. ვიცი, რომ ჩვენი კლუბის ბევრმა გულშემატკივარმა დამიკრა ტაში. დორტმუნდელებს, რა თქმა უნდა, არ მოვეწონე, მაგრამ მათი აზრი არც მაინტერესებს,” - დაპოსტა დენისმა.

დორტმუნდელ ფანებს მისდამი აგრესია არ გამოუხატავთ. შეიძლება იმიტომაც, რომ ბორუსიამ შალკეს ძალიან ადვილად, 3:0 მოუგო. გელზენკირხენული კლუბი ბუნდესლიგაში 5 ტურის შემდეგ 1 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და თუ ასე გააგრძელებს, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე დაემუქრება...

კომენტარები

ბოლო ამბები