Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში ლივერპულმა 2:0 დაამარცხა მიდტიულანდი და 6 ქულით ლიდერობს, თუმცა მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი საუკეთესო ხასიათზე არ იყო - მიზეზი ფაბინიოს მძიმე ტრავმაა. შესაძლოა, ლივერპულს ბრაზილიელის შემცვლელის ყიდვა მოუწიოს. 

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ვიცი, რომ სკანირების შედეგებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება, როცა კუნთის პრობლემაა, რომ მეორე დღეს ექიმი ამბობდეს, ცრუ განგაში იყოო. ასე რომ, საკითხი ასე დგას - რამდენი ხნით დაგვაკლდა ფაბინიო. დღევანდელ ფეხბურთში კვირა უდრის სამ გაცდენილ თამაშს, ხოლო ორი კვირა - 7-ს. 

ეს სიტუაცია სულაც არ არის კარგი, მაგრამ რეალობაა. ფეხურთში არის ხოლმე კარგი და ცუდი დროები, ლივერპულს ახლა ცუდი დრო არ უდგას, მაგრამ სახიფათო კი. ერთად უნდა ვიყოთ და ისე ვიბრძოლოთ, როგორც დღეს. რის უილიამსი მხოლოდ 19 წლისაა და მგონი, მან ლიგაზე უფრო მეტი მატჩი ითამაშა, ვიდრე პრემიერლიგაში". 

შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, ლივერპულმა დიდი ხნით დაკარგა დაცვის მთავარი ფიგურა ვირჯილ ვან დეიკი. 

კომენტარები

ბოლო ამბები