Thumbnail
  • 26-28 ნოემბერს დუშეთში ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი იმართება
  • შოთა მიშველიძის სამი რეკორდი

დუშეთში ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, როგორც უფროსებში, ასევე 20-წლამდელთა შორის. სულ ასამდე სპორტსმენი მონაწილეობს, თუმცა პანდემიის გამო, დარბაზში ჩემპიონატს მაყურებელი არ ესწრება.

შოთა მიშველიძე საქართველოს ჩემპიონია
📷 | ძალოსნობის ფედერაცია

უფროსებში 61 კილომდე წონით კატეგორიაში თავი გამოიჩინა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა შოთა მიშველიძემ, რომელმაც საქართველოს რეკორდიც დაამყარა - მისი შედეგები: ატაცში 0 137 კილოგრამი, აკვრაში - 165 და ჯამში 302, ქვეყნის ახალი რეკორდებია. ჯამში რეკორდმა ძველს 7 კილოგრამით აჯობა. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ არჩილ ოქროპირიძის მიღწევა, რომელმაც 20-წლამდელთა შორის გაიმარჯვა, თუმცა თავად 15 წლისაც არ არის. მისი შედეგები 15-წლამდელთა შორის საქართველოს ახალი რეკორდია.

საქართველოს ჩემპიონატი. უფროსები

55 კგ: 1. გიორგი დოკვაძე (საჩხერე) - 225 (103+122), 2. არჩილ ოქროპირიძე (თბილისი) - 187 (80+107), 3. გიგა ოდიკაძე (ხაშური) - 164 (76+88).  

61 კგ: 1. შოთა მიშველიძე (ქუთაისი) - 302 (137+165), 2. გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 281 (127+154), 3. გიორგი ხარაზიშვილი (ხაშური) - 235 (105+130).  

67 კგ: 1. გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) - 303 (135+168), 2. გურამ გიორბელიძე (ქუთაისი) - 278 (124+154), 3. ლუკა ზოიძე (აჭარა) - 219 (96+123). 

73 კგ: 1. კახი ასანიძე (თბილისი) - 309 (144+165), 2. ბეგლარ სოლომონიძე (აჭარა) - 271 (121+150), 3. ნიკოლოზ ესართია (ზუგდიდი) - 255 (113+142). 

81 კგ: 1. გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) - 305 (140+165), 2. მანუჩარ გოგოხია (ზუგდიდი) - 285 (132+153), 3. ირაკლი  გაბრიჭიძე (საჩხერე) - 273 (126+147).

89 კგ: 1. რევაზ დავითაძე - 355 (163+192), 2. ლომია თებიძე - 324 (144+180), 3. ედუარდ კაკაბაძე - 307 (137+170).

კომენტარები

ბოლო ამბები