Thumbnail

'მარტივად არაფერი მიმიღია' - ხაბიბ ნურმაგომედოვი რეიტინგის ლიდერია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ის მებრძოლთა ე.წ. Pound-for-pound-რეიტინგს (საუკეთესო მებრძოლების შეჯამებული რეიტინგი წონითი კატეგორიებისგან დამოუკიდებლად) სათავეში ოფიციალურად ჩაუდგა. 32 წლის დაღესტნელმა ჯონ ჯონსს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა.

მსუბუქ წონით კატეგორიაში ყოფილი ჩემპიონი ჯონსი მე-2 ადგილზეა, ხოლო მე-3 ისრაელ ადესანია გახლავთ.

ხაბიბ ნურმაგომედოვი: "ეს იყო ჩემი ცხოვრების ნაშრომი. მარტივად არაფერი მიმიღია და არც არაფერი გამომსვლია. მძიმე შრომა, ღმერთის იმედი და მოთმინება - ეს ის სამი ინგრედიენტია, რაც წარმატების მიღწევაში დამეხმარა. და, რა თქმა უნდა, მამის მუდმივი კონტროლი და რჩევები, რომელმაც ჩემში დიდი დრო და შრომა ჩადო".

საინტერესოა, რომ ჯონ ჯონსი რეიტინგში ხაბიბს გალიდერებას არ ეთანხმება. მან განაცხადა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული. მას მოგებული აქვს 14 სატიტულო ბრძოლა დივიზიონის საუკეთესო მოწინააღმდეგეებთან, ფლობს UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის რეკორდს, ხოლო მისი ერთადერთი მარცხი, რომელიც დისკვალიფიკაციით მოხდა, დღემდე საკამათოა.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა მებრძოლთა კუნძულზე, აბუ დაბიში ამერიკელი ჯასტინ გეიჯი მე-2 რაუნდის დასაწყისში მარყუჟით "დააძინა" და გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ მან შერეულ ორთაბრძოლებში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 32 წლის რუსი მებრძოლი UFC-დან დაუმარცხებელი წავიდა (29 მოგება და 0 წაგება).

📺 ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა

კომენტარები

ბოლო ამბები