Thumbnail

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კეიპტაუნში ყინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩები დაიწყო.
  • პირველ შეხვედრაში საქართველომ თურქეთს 6:2 მოუგო. 

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები კეიპტაუნში იმყოფება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონში მონაწილეობს. პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა იოლად დაამარცხა თურქეთის ნაკრები - 6:2.

თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების უპირატესობა პირველივე პერიოდი აშკარა იყო. ნაკრებმა პერიოდი 4:1 მოიგო. ანგარიში მე-11 წუთზე ალექსანდრ ვასილჩენკომ გახსნა, ზუსტად 10 წამში კი ოლივერ ობოლგოგიანმა მეორე შაიბა გაიტანა თურქების კარში. პერიოდში თავი ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა და ივან შვეცოვმაც გამოიჩინეს.

მეორე პერიოდი საქართელოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.  შაიბა ვასილჩენკომ გაიტანა. მესამე პერიოდი 1:1 დასრულდა, დუბლი ობოლგოგიანმაც შეასრულა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პირველი პერიოდის შემდეგ მწვრთნელმა მოთამაშეებს ძალების დაზოგვა ურჩია, რადგან ბულგარეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. 

საქართველო 6:2 თურქეთი

მატჩის საუკეთესო ჰოკეისტად ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი დაასახელეს. 

საქართველოს ნაკრების დევიზია ერთი სიცოცხლე, ერთი ოცნება, ერთი გუნდი - ერთადერთი!

სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრებს მხარდაჭერა მორაგბე მამუკა გორგოძემ გამოხატა.

სამხრეთ აფრიკაში 6 ნაკრები მონაწილეობს, ტურნირის გამარჯვებული კი II დივიზიონში გადავა. საქართველოს ნაკრების გარდა ტურნირში გამოდიან, მასპინძელი სამხრეთი აფრიკა, ჰონკონგი, ბულგარეთი, ტაივანი, თურქეთი. 

17 აპრილს საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდება, მატჩი 18:15-ზე დაიწყება. 

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: 1. კახა ამბროლავა, 20. ანდრეი ილიენკო;

მცველები: 23. მიხეილ დავითაშვილი, 8. ამირან გეფერიძე, 3. გიორგი ჯეირანაშვილი, 6. არტიომ კურბატოვი, 12. დავით მინასიანი, 18. რევაზ ცომაია;

ფორვარდები: 7. ვიტალი დუმბაძე, 21. გრიგორი ფილიმონოვი 4. ზაზა ღონღაძე, 5. პაატა კავკასიძე, 2. სემიონ ხარიზოვი, 19. არტიომ კოზიულინი, 16. ოლივერ ობოლგოგიანი, 22. დავით ოგანეზიანი, 9. გია ოგანეზიანი, 24. მიხაილ შალუნოვი 17. ივან შვეცოვი, 25. დიმიტრი სმეტანინი, 13. ალექსანდრე ვასილჩენკო, 15. თემურ ვედიაპინი, 10. ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: როლანდ სვანიძე

კომენტარები

ბოლო ამბები