Thumbnail

'მინდა, ინგლისს მარჯვენა ხელითაც გავუტანო' - მარადონას უცნაური სურვილი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლეგენდარულმა არგენტინელმა ინტერვიუ France Football-ს მისცა
  • მას ინგლისელებისთვის მარცხენა ხელით 1986 წელს აქვს გატანილი

France Football-მა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას, რომელსაც 30 ოქტომბერს 60 წელი უსრულდება. ერთ-ერთი კითხვა ასეთი გახლდათ: რას ისურვებდით საჩუქრად თქვენ იუბილესთან დაკავშირებით? აი, დიეგოს პასუხიც:

“ვოცნებობ კიდევ ერთი გოლი გავიტანო ინგლისის ნაკრებში, ოღონდ, უკვე მარჯვენა ხელით”.

შეგახსენებთ, რომ მარადონამ ინგლისელებს 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მარცხენა ხელით გაუტანა (მოგვიანებით, მან თქვა, რომ ეს "ღმერთის ხელი" იყო). მსაჯმა მიიჩნია, რომ დარტყმა თავით იქნა განხორციელებული და გოლი ჩათვალა. არგენტინელებმა ის მატჩი 2:1 მოიგეს (მარადონას მე-2 გოლი ფენომენალური იყო) და მოგვიანებით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, დიეგო კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

კომენტარები

ბოლო ამბები