Thumbnail
  • ნოემბრის ბაშო 8-22-ში ტოკიოში გაიმართება
  • ტოჩინოშინი 33 წლის გახდა და მე-7 მაეგაშირაა

დღეს ტოკიოში ნოემბრის ბაშოს ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც 33 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დაქვეითდა. მიზეზი სექტემბრის ბაშოა, რომელზეც ლევანმა უარყოფითი ბალანსი (6-9) მიითვალა.

ტოჩინოშინი დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იყო, დღეიდან კი ის აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა. რეიტინგში კვლავ ორი დიდი ჩემპიონია (იოკოძუნა): ჰაკუჰო და კაკურიუ. ორ ჩემპიონს (ოძეკი) ტაკაკეიშოსა და ასანოიამას, მესამე დაემატა - შოდაი. ნოემბრის ბაშოზე სეკივაკეს რანგში იჭიდავებენ: მიტაკეუმი და ტაკანოშო, ხოლო ტერუნოფუჯი და ტაკაიასუ კომუსუბის რანგში გამოვლენ. 25 წლის ტაკანოშო სანიაკუს კატეგორიაში პირველად ავიდა და ეგრევე სეკივაკე გახდა. 

33 წლის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელიც ტრავმის გამო ვეღარ ასპარეზობს, მაგრამ კარიერის დასრულება ჯერ არ გამოუცხადებია, მე-5 დივიზიონ ჯონიდანში 46-ე ნომრად დაქვეითდა.

2020 წლის უკანასკნელი ბაშო 8-22 ნოემბერს ტოკიოს "კოკუგიკანში" გაიმართება. სხვათა შორის, სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით, "კოკუგიკანში" მაყურებელი დაშვებულია. ლიმიტიც გაიზარდა - ტრიბუნებზე 5 000 გულშემატკივარი განთავსდება. ეს ორჯერ მეტია სექტემბრის ბაშოს ლიმიტთან შედარებით. 

ნოემბრის ბანძუკე

იოკოძუნა: ჰაკუჰო - კაკურიუ

ოძეკი: ტაკაკეიშო - ასანოიამა
შოდაი - 

სეკივაკე: მიტაკეუმი - ტაკანოშო

კომუსუბი: ტერუნოფუჯი - ტაკაიასუ

I მაეგაშირა: კირიბაიამა - ვაკატაკაკაგე
II მაეგაშირა: ონოშო - დაიეიშო
III მაეგაშირა: კაგაიაკი - ოკინოუმი
IV მაეგაშირა: ჰოკუტოფუჯი - ტობიზარუ
V მაეგაშირა: მიოგირიუ - კოტოშოჰო
VI მაეგაშირა: ტაკარაფუჯი - ტამავაში
VII მაეგაშირა: ტოჩინოშინი - ენდო
VIII მაეგაშირა: აოიამა - ტერუცუიოში
IX მაეგაშირა: ტოკუშორიუ - კოტოეკო
X მაეგაშირა: რიუდენი - მეისეი
XI მაეგაშირა: სადანოუმი - ენჰო
XII მაეგაშირა: იუტაკაიამა - კაისეი
XIII მაეგაშირა: ჰოშორიუ - იჩინოჯო
XIV მაეგაშირა: ჩიონოკუნი - კოტონოვაკა
XV მაეგაშირა: ჩიოტაირიუ - კოტოიუკი
XVI მაეგაშირა: ჩიოშომა - აკუა
XVII მაეგაშირა: შიმანოუმი 

33 წლის ტოჩინოშინს კარიერაში 87-ე ბაშო ელის. მან 1 072 ორთაბრძოლიდან 585 გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი 2018 წლის იანვრის ბაშოზე მოიგო. ის 7 ბაშოს განმავლობაში ატარებდა ჩემპიონის (ოძეკი) რანგს. 5 ბაშოს განმავლობაში ლევანი სეკივაკე იყო, 8 ბაშო კი - კომუსუბი. 

კომენტარები

ბოლო ამბები