Thumbnail

ჭადრაკი | კატო ფიფიამ მსოფლიოს ონლაინ-ჩემპიონატი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მოჭადრაკემ 9 ტურში 8.0 ქულის მოგროვება მოახერხა
  • ნია დონღვანმა 7.0 ქულით მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა

ქართველი მოჭადრაკე კატო ფიფია 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

კატომ ბრწყინვალედ იასპარეზა და 9 ტურში მოპოვებული 8.0 ქულით (7 მოგება, 2 ფრე) ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონმა 20-წლამდე გოგონათა შორის ნია დონღვანმა 7.0 ქულით ირანელ ანაჰიტა ზაჰედიფართან ერთად II-II ადგილები გაინაწილა.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები