Thumbnail

‘თუ ჩემი შეცვლა უნდა…’ - რა უთხრა ისკომ მარსელოს და მოდრიჩს ზიდანზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ისკომ თანაგუნდელებთან ზინედინ ზიდანი გააკრიტიკა
  • შემტევი ნახევარმცველი ფრანგის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა

‘ელ კლასიკოს’ დროს ისკომ ზინედინ ზიდანი გააკრიტიკა და ეს ესპანურ მედიას, რა თქმა უნდა, არ გამორჩა. შემტევი ნახევარმცველი უკმაყოფილოა იმით, რომ რეალის მთავარი მწვრთნელი მას ხშირად არ ათამაშებს. ბარსელონასთან მოგებულ მატჩში (3:1) კი ზიზუმ ისკო ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

“როცა მოედნიდან გავყავარ, ამას 50-ე ან მე-60 წუთზე აკეთებს ხოლმე. ხანდახან შესვენებაზეც მცვლის. ხოლო როცა სასტარტო შემადგენლობაში არ ვარ, მოედანზე მე-80 წუთზე ადრე არ შევყავარ,” - უთხრა ჩვენი ესპანელი კოლეგების მტკიცებით ისკომ თანაგუნდელებს, მარსელოს და ლუკა მოდრიჩს, როდესაც ისინი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

ისკო ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილებას ვერ მალავს

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ისკო ძირითად შემადგენლობაში 11 მატჩიდან მხოლოდ 2-ჯერ იყო. ‘ელ კლასიკოს’ გარდა მას არც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, დონეცკის შახტართან უთამაშია, კადისთან კი ძირითადში იყო და ზიდანმა შესვენებაზე შეცვალა. რეალმა ის თამაში 0:1 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ისკო რეალში 2013 წლიდან თამაშობს. სამეფო კლუბმა ის მაშინ მალაგადან 30 მილიონ ევროდ შეიძინა. ისკოს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები