Thumbnail

'არანაირი კავშირი მესისთან' - რატომ უნდა წავიდეს ანტუან გრიზმანი ბარსადან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბიქსენ ლიზარაზუმ ბარსელონაში ანტუან გრიზმანის მდგომარეობაზე ისაუბრა
  • საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის აზრით, ანტუანი უნდა წავიდეს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბიქსენ ლიზარაზუ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბარსელონაში ანტუან გრიზმანის მდგომარეობა სავალალოა და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, კატალონიური კლუბიდან მისი თანამემამულე ფორვარდის წასვლა იქნება. 

ფრანგი თავდამსხმელი კატალონიური კლუბში მოლოდინს ვერ ამართლებს

"გრიზმანი დიდებული მოთამაშეა. ის ბრწყინავს ნაკრებში, მაგრამ ბარსელონაში მისი აჩრდილიც კი არ არის. ეს დიდი პრობლემაა. ის ბარსელონაში გადავიდა იმისთვის, რომ მესისთან ერთად ეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, მოედანზე მათ შორის არანაირი კავშირი არ არის. 

გრიზმანმა არ იცის, როგორ უნდა ითამაშობს ბარას მაისურით. ის გუნდში თავის ადგილს ვეღარ პოულობს და ასე ვეღარ გააგრძელებს. ზოგჯერ არის ვითარება, როდესაც მთლიანი ხელის მოკვეთას მხოლოდ ხელის მტევნის მოჭრა ჯობს. წელიწადნახევარი გავიდა და ის კრიტიკულ მდგმარეობაშია", - აქვეყნებს ლიზარაზუს ნათქვამს Telefoot. 

ფრანგმა რონალდ კუმანი კლასიკოში მარცხისგან ვერ იხსნა

ანტუან გრიზმანი ბარსელონაში მადრიდის ატლეტიკოდან, 2019 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა იმ თამაშის ჩვენება ვერ მოახერხა, რასაც მისგან ელოდნენ. 29 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით უკვე 5 ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში, რომელშიც ბარსელონა "კლასიკოში" რეალთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, გრიზმანმა შეცვლაზე, 82-ე წუთიდან ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები