Thumbnail

რამდენი გამოიმუშავა ხაბიბმა UFC-ში - ნურმაგედოვის საპრიზოები კარიერაში

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ჩემპიონმა, რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კარიერაში ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ ორთაბრძოლებში დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხაში გათვალისწინებული არ არის ბონუსები ტელევიზიებიდან და შემოსავლები ფასიანი ტრანსლაციებიდან. 

UFC-ში დაღესტნელი ჩემპიონის გამომუშავებულ საპრიზო თანხებზე ვრცლად Sportekz წერს. 

ხაბიბი ბრძოლებიდან დაუმარცხებელი წავიდა

ხაბიბმა UFC-ში პირველი ბრძოლა 2013 წელს ჩაატარა და ირანელ კამალ შალორუსთან გამარჯვებისთვის 10 ათასი დოლარი მიიღო, რასაც ბონუსის სახით ერთი ამდენი კიდევ დაემატა. 

ხაბიბის საპრიზო თანხებ მილიონ დოლარს მხოლოდ 2019 წელს გადასცდა. ნურმაგომედოვმა ირლანდიელი კონორ მაკგრეგორის დამარცხებისთვის 2 მილიონი, ხოლო დასტინ პორიეს ძლევისთვის 3 მილიონი მიიღო. 

რაც შეეხება ბოლო ორთაბრძოლას, რომელიც გასულ უქმეებზე აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" ჩატარდა, ნურმაგომედოვმა ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დამარცხებისთვის 3 მილიონი გამოიმუშავა, რასაც ბონუსის სახით 90 ათასი დაემატა. 

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC 254-ზე გეიჯი მეორე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ტიტული მესამეჯერ დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ხაბიბმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მის ანგარიშზე MMA-ში ჩატარებული 29 ბრძოლიდან ამდენივე მოგებაა, საიდანაც 13 UFC-ზე მოდის.

კომენტარები

ბოლო ამბები