Thumbnail

'მზად ვიყავი, ბრძოლა გამეგრძელებინა' - ლიანა ჯოჯუა UFC-ში მარცხზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

UFC-ის მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც  მირანდა მავერიკთან მარცხზე ისაუბრა. 

აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" გამართულ ტურნირში UFC 254 ქართველი სპორტსმენი ამერიკელ მეტოქესთან პირველ რაუნდშივე დამარცხდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ლიანას მირანდამ ცხვირი გაუტეხა და ექიმმა ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვა. ლიანას პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. 

"მოგებაც და წაგებაც უფლის ნებაა. მზად ვიყავი, ბრძოლა გამეგრძელებინა, ვგრძნობდი, რომ ბრძოლა მიმყავდა, მაგრამ ექიმებმა ჭრილობის შემდეგ ამის შესაძლებლობა აღარ მომცეს. დღეს მას უფრო გაუმართლა, ვიდრე მე. ასეთია ჩვენი სპორტი. მსურს ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო, ვინც მხარს მიჭერს. ვხედავ, რომ თქვენი გულებიც ისეა გატეხილი, როგორც ჩემი. მადლობა ჩემს კლუბს "ახმატს": უდიდესი სამუშაო ჩავატარეთ და მზად ვიყავით ომისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მწვრთნელს - მურად ბიჩუევს, რომელმაც ჩემში დიდი შრომა ჩადო და მწვრთნელ არბი მურადოვს. ღმერთმის შეწევნით, მომავალში შევძლებ თქვენს გახარებას. "ახმატი" - ეს ძალაა", - დაწერა ჯოჯუამ ინსტაგრამში.

25 წლის ლიანა ჯოჯუა UFC-ში, სადაც სამი ბრძოლა აქვს ჩატარებული, მეორედ დამარცხდა. მის ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი მოგებაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები