Thumbnail

'ხვიჩათი სევილია დაინტერესდა' - ესპანელებს კვარაცხელია კარგად დაუხასიათეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თუკი საქართველოს ნაკრები მსხვილ ტურნირზე გავა, რუბინი მას კარგად გაყიდის'
  • ახალი ინფორმაცია საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ გაავრცელა

რუსული ბალტიკის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, აწ კი საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ გადაცემა ინსაიდერში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით ესპანური სევილიაა დაინტერესებული.

“ხვიჩა საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის რუსეთშიც პირველია. რუბინში ვიყავი და ვიკითხე, ის როგორ ვარჯიშობდა. საიდუმლო არაა, რომ ბევრს სამხრეთელს ვარჯიში არ უყვარს. გავიგე, რომ კვარაცხელიას ეს არ ეხება. მისდამი ინტერესი სევილიას ჰქონდა. მკითხეს და ხვიჩა საუკეთესოდ დავახასიათე. ახლა რა იქნება, არ ვიცი, თუმცა, მგონია, რომ თუკი საქართველოს ნაკრები მსხვილ ტურნირზე გავა, რუბინი მას კარგად გაყიდის”.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3-ჯერ პენალტიც მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელი ყაზანურ კლუბში 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

📺 ზენიტი V რუბინი

კომენტარები

ბოლო ამბები