Thumbnail
  • ქართველი მცველის ვოლფსბერგერმა რაპიდთან დრამატულად წააგო
  • ლუკა ლოჩოშვილმა საგოლე პასი გააკეთა და გადამწყვეტი პენალტი აიკიდა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერმა ვენის რაპიდს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3:4 წააგო. ქართველმა მცველმა ავსტრიული გუნდის ძირითადში ფეხის მოკიდება უკვე მოახერხა და ამჯერადაც 90 წუთი ითამაშა.

თამაში ვენური გუნდის უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. თუმცა, მე-2 ნახევარში ვოლფსბერგერმა სიტუაციის გამოსწორება შეძლო და 3:2-იც დაწინაურდა. ლოჩოშვილმა 67-ე წუთზე ჩეიკუ დიენგს საგოლე პასი გაუკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო და მოედნის ცენტრიდან დაახლოებით 30-მეტრიანი უზუსტესი გადაცემით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა.

მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ 3:4 წააგეს. გადამწყვეტი გოლი რაპიდმა მსაჯის მე-3 კომპენსირებულ წუთზე პენალტით გაიტანა, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც ლუკამ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია.

ლუკა ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 4, ხოლო ევროპალიგაზე 1 თამაში აქვს ჩატარებული. გურამ გიორბელიძეს ისევ არ უთამაშია, რადგან ტრავმირებულია. ვოლფსბერგერს 5 თამაშში მხოლოდ 3 ქულა აქვს მოპოვებული და მე-10 ადგილზეა.

📺 ლუკა ლოჩოშვილის საგოლე პასი და აკიდებული პენალტი

კომენტარები

ბოლო ამბები