Thumbnail

რონალდინიოს კორონავირუსი აქვს - მან ეს ღიმილით გამოაცხადა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თავს კარგად ვგრძნობ და ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ყველას გეხვევით'
  • 40 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა. აღნიშნული შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და საინტერესოა, რომ ვიდეოში რონალდინიოს სახიდან ღიმილი არ მოშორებია. შედეგად, ინტერნეტ-სივრცეში უკვე ხუმრობენ, რომ მხოლოდ მას შეეძლო ინფიცირების შესახებ მომღიმარი სახით გამოეცხადებინა.

“ტესტი ჩავაბარე და აღმოჩნდა, რომ COVID 19-ზე დადებითი პასუხი მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ და ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ყველას გეხვევით”, - განაცხადა ბრაზილიელმა ხსენებულ ჩართვაში.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის რონალდინიოს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 97 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი. მან კარიერა მშობლიურ გრემიოში დაიწყო, ევროპაში პსჟ-ში, ბარსელონასა და მილანში უთამაშია, შემდეგი ისევ ბრაზილიაში დაბრუნდა და ფლამენგოს, ატლეტიკო მინეიროსა და ფლუმინსეს ღირსებას იცავდა, შუალედში კი მექსიკურ კერეტოროს მაისურიც მოირგო.

კომენტარები

ბოლო ამბები