Thumbnail

'სპორტის GOAT ხარ' - დანა უაითმა ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა სოციალურ ქსელში ხაბიბ ნურმაგომედოვზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის ისტორიაში უდიდესი სპორტსმენია. შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა კარიერა დაასრულა და განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა მისთვის ბოლო იყო.

დანა უაითი (UFC-ის პრეზიდენტი): "გილოცავ ხაბიბ. შენ მიაღწიე ყველაფერს, რაც გინდოდა. მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი და სპორტის ნამდვილი GOAT ხარ".

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა მებრძოლთა კუნძულზე, აბუ დაბიში ამერიკელი ჯასტინ გეიჯი მე-2 რაუნდის დასაწყისში მარყუჟით "დააძინა" და გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ მან შერეულ ორთაბრძოლებში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 32 წლის რუსი მებრძოლი UFC-დან დაუმარცხებელი წავიდა (29 მოგება და 0 წაგება).

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები