Thumbnail

ადესანიას ფავორიტი გალახეს - იზის ისევ 'მფატრავთან' დაპირისპირება მოუწევს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რობერტ უიტეკერმა, ამერიკელ ჯარედ კანონიერს სამივე რაუნდი მოუგო
  • საშუალო დივიზიონის ჩემპიონს - ისრაელ ადესანიას კანონიერთან ჩხუბი სურდა

ხაბიბ ნურმაგომედოვის და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის ღამეს, საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ავსტრალიელმა რობერტ უიტეკერმა ამ წონაში ახლად გამოჩენილ ჯარედ კანონიერს სამივე რაუნდი დამაჯერებლად მოუგო.

კანონიერი საშუალო წონის დივიზიონში გადმოსვლის შემდეგ დაუმარცხებელი გახლდათ, თუმცა 'მფატრავთან' გუშინ ტექნიკურად დაიჩაგრა. თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ მესამე რაუნდის ბოლოს კანონიერი გააქტიურდა და უიტეკერმა ბრძოლის დასრულება, მეტოქის ე.წ. 'კლინჩში' გადაყვანით შეძლო.

უიტეკერს შემდეგი ბრძოლა, სავარაუდოდ ადესანიას წინააღმდეგ ექნება

თავისი ბოლო ბრძოლის შემდეგ, ამ დივიზიონის ჩემპიონმა - ისრაელ ადესანიამ განაცხადა, რომ ჯარედ კანონიერს გამარჯვების შემთხვევაში ტიტულისთვის ბრძოლით დაასაჩუქრებდა. თუმცა გუშინდელიდან გამომდინარე ეს ალბათ აღარ გამოვა...

ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ქამარი სწორედ ადესანიასთან მარცხის შემდეგ დაკარგა, თუმცა მას შემდეგ 2 ბრძოლის მოგება შეძლო, ივლისში ბრიტანელი - დარენ ტილის და გუშინ ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ. დივიზიონის რეიტინგებიდან გამომდინარე, მომდევნო ნაბიჯი ალბათ ადესანიას წინააღმდეგ რემატჩი იქნება

კომენტარები

ბოლო ამბები