Thumbnail

'ამას არ ველოდი' - ხაბიბის მეგობარი მებრძოლის მომავალზე საუბრობს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვის მეგობარი მებრძოლის გადაწყვეტილებით გაოცებულია
  • მან განაცხადა, რომ ხაბიბი მომავალში მებრძოლთა მომზადებაზე იზრუნებს

მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრის მფლობელის, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და დივიზიონის დროებითი ჩემპიონის, ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" შედგა და ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ხაბიბმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ კარიერას ასრულებდა და ყველას დაემშვიდობა. ნურმაგომედოვის მეგობარი რამზან რაბადანოვი ხაბიბის განცხადებას გამოეხმაურა და კომენტარი რუსულ მედიას მისცა.

რამზან რაბადანოვი (ხაბიბის მეგობარი): "ხაბიბისგან ასეთ განცხადებას არ ველოდი. მეგონა, რომ ვინმეს დაელოდებოდა და კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებდა, მაგრამ ლოდინი დიდხანს მოუწევდა. არსებობს კიდევ ერთი გზა - ხაბიბს შეუძლია მებრძოლთა უფროსი შეცვალოს და შექმნას ახალი შოუ.

მამამისის, აბდულმანაპის ოცნება იყო, რომ მაჰაჩყალაში მებრძოლთა მომზადების ცენტრი შეექმნა. ალბათ, ამ საქმეს ხაბიბი აუცილებლად გააკეთებს".

ხაბიბის გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მას გამარჯვება პირველებმა ცნობილი სპორტსმენებიდან კრიშტიანო რონალდომ და კონორ მაკგრეგორმა მიულოცეს. ხაბიბმა პროფესიონალურ კარიერაში 29 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.  

კომენტარები

ბოლო ამბები