Thumbnail

'ის უკვე ლეგენდაა' - დანა უაითმა გაამხილა, რომ ხაბიბმა ფეხმოტეხილმა იჩხუბა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

აბუ დაბიში, მებრძოლთა კუნძულზე ხაბიბ ნურმაგომედოვმა რიგით 29-ე ორთაბრძოლა მოიგო, ამჯერად მან ამერიკელი ჯასტინ გეიჯი დაამარცხა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კი რუსმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ხაბიბმა ბრძოლამდე 3 კვირით ადრე ფეხი მოიტეხა, თუმცა ეს ინფორმაცია დამალა და ოქტაგონზე მაინც გავიდა და ბრწყინვალე გამარჯვებაც ჩაიწერა. დანა ვაითმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ხაბიბის გუნდისგან თავადაც ახლახან მიიღო. 

დანა უაითი (UFC-ის პრეზიდენტი): "ის თუ, როგორ იქცეოდა ხაბიბი აწონვაზე, პრესკონფერენციაზე... ჩანდა, რომ რაღაც ხდებოდა, მძიმე სუნთქვა... ყველაფერზე ეტყობოდა.
ის, რაც ამ ბიჭმა ბოლო ხანებში გამოიარა გასაოცარია. ჩვენ ყველას გაგვიმართლა, რომ დღეს მისი ბრძოლა ვნახეთ. სამი კვირის წინ, ხაბიბი კლინიკაში იყო, რადგან ფეხი მოიტეხა. მას მოტეხილი აქვს ორი თითი ფეხზე და კიდევ ერთი ძვალი ტერფში. ეს ყველაფერი მისი გუნდისგან ახლახან შევიტყე. 

მან ეს არავის უთხრა, ხაბიბი პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი ადამიანია. დროა, მას ლეგენდის სტატუსი მივანიჭოთ". 

📺 ხაბიბ ნურმაგომედოვი v ჯასტინ გეიჯი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა გეიჯი მეორე რაუნდის დასაწყისში მარყუჟით "დააძინა" და გამარჯვება ისე მოიპოვა. ხაბიბმა 29-დან 29 ორთაბრძოლა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები