Thumbnail

ფუტსალის ლიგა: ტატიშვილი ლიდერობას არ თმობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თელასი 14:5 მართვე
  • კოლხი-გულრიფში 6:3 აფხაზეთი
  • ტატიშვილი 9:2 თბილისი
  • აგორა 10:4 ბსუ

სანაკრებო პაუზის შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ლიგა მე-15 ტურის შეხვედრებით განახლდა. 

თელასი ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დაამარცხა მეტოქე, 14:5.

თბილისელთა რიგებში 3-3 გოლი გაიტანეს გიორგი სოზაშვილმა და კახა მაისაიამ. მიმდინარე სეზონში, თელასის რიგებში პირველი შეხვედრა ჩაატარა ეროვნული ნაკრების წევრმა შოთა ჭანუყვაძემ, რომელიც მალტაში ასპარეზობდა.

რთული, მაგრამ საჭირო 3 ქულა მოიპოვა კოლხი-გულრიფშმა, რომელიც აფხაზეთს დაუპირისპირდა და 6:3 სძლია მეტოქეს.

კოლხის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ირანელ სპეციალისტ ჰასან ჰაბირს, რომელმაც მისივე თანამემამულე ბაჰრამ ნოვინი შეცვალა. საქართველოში ჩამოსვლამდე, ჰაბირის ბოლო სამუშაო ადგილი ირანის უმაღლესი ლიგის კლუბი სარშრა მაჰშადი იყო.

ჩემპიონატის ლიდერი ტატიშვილი თბილისს დაუპირისპირდა და 9:2 დაამარცხა მეტოქე.

შედეგიანი დებიუტი გამოუვიდა ტატიშვილის ახალწვეულ გიორგი ქურდაძეს, რომელმაც დუბლი შეასრულა. ჰეთთრიკი შეასრულა გუნდის ბომბარდირმა გიორგი სილაგავამ.

განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა აგორამ, რომლის მეტოქე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. 

აგორამ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ, 10:4 სძლია მეტოქეს. მატჩის შემდეგ, გამარჯვებუილი გუნდის ფეხბურთელმა გურამ მამაცაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“მადლობა მეტოქეს კარგი თამაშისთვის. მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ, თავიდანვე დავეუფლეთ უპირატესობას და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 4 ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, უახლოეს დღეებში შემოგვიერთდება ბრაზილიელი ლეგიონერი ბრუნო მელო. სხვა გუნდებიც გაძლიერდნენ - ყველას უნდა ჩემპიონობა და საქართველოს წარდგენა ევროსარბიელზე”

სატურნირო ცხრილში 36 ქულით პირველ ადგილზე ტატიშვილია, ერთი ქულით ნაკლები აქვს კოლხის, 34 ქულით მესამე ადგილზე აგორაა, საუკეთესო 4-ეულს კი 31 ქულით თელასი ასრულებს

კომენტარები

ბოლო ამბები