Thumbnail

'ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა' - ხაბიბმა გეიჯი დააძინა და ოქტაგონზე ატირდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრის მფლობელის, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და დივიზიონის დროებითი ჩემპიონის, ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" შედგა და ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა.

მეორე რაუნდის დასაწყისში, ხაბიბმა მეტოქე სამმაგი მარყუჟით დააძინა და გამარჯვება ვადაზე ადრე მოიპოვა. ხაბიბისთვის ეს კარიერაში 29-ე გამარჯვება იყო. როგორც წესია, მან ხელთათამანები ოქტაგონის ცენტრში დატოვა და ქომაგს ამ სიტყვებით დაემშვიდობა. ხაბიბი ოქტაგონიდან წაუგებელი წავიდა. მან კარიერაში 29 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.

ხაბიბ ნურმაგომედოვი: ღმერთმა მომცა ყველაფერი. მამაჩემი 20 წელზე მეტის განმავლობაში ჩემ გვერდით იყო. ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო. მამაჩემის გარეშე აქ პირველად ვარ. UFC-მ როცა დამირეკა, დედას დავპირდი, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნებოდა. მგონი, ეს დავიმსახურე. მინდა ყველას მადლობა გითხრათ. ჯასტინ, ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ დამეხმარე. ჩვენ არასდროს ვიცით, როგორ ვიქნებით მომავალში. არ ვიცით, როგორ ვიქნებით ხვალ.

კომენტარები

ბოლო ამბები