Thumbnail

'ხატვა მამამ მასწავლა' - ქუთათელაძის ფარული ნიჭი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
  • მისი ფარული ნიჭის შესახებ RT SPORT-ის სიუჟეტიდან გავიგეთ

28 წლის ქართველი მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ში პირველი შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე პოლონელი მატეუშ გამროტი იყო, რომელსაც ამ ბრძოლამდე 17 შეხვედრიდან 17 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. ქუთათელაძეს კი ბოლო 5 წლის განმავლობაში ბრძოლა წაგებული არ ჰქონდა და ზედიზედ 8 გამარჯვება იყო მის აქტივში. გურამმა მეცხრე ბრძოლაც მოიგო და აღნიშნა, რომ მომდევნო ბრძოლისთვისაც მზად იყო.

RT SPORT-მა გურამ ქუთათელაძის ფარულ ტალანტზე სიუჟეტიც მოამზადა. გურამმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მამამისი არქიტექტორია და ხატვა სწორედ მისგან ისწავლა. გურამის ნახატების ხილვა ინსტაგრამის პოსტში შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები