Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: დრამატული მატჩები ბათუმსა და ქუთაისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მარნეული 86:78 ოლიმპი
  • დინამო 110: 85 სოხუმი
  • ქუთაისი 77:80 კაკტუსი
  • ბათუმი 75:74 მგზავრები

საკალათბურთო სუპერლიგის მირიგი ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც ქუთაისმა კაკტუსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, 77:80.

თამაში ქულა ქულაში მიმდინარეობდა, მატჩის ბედი კი ბოლო წამებზე გადაწყდა - დავით ლომიძემ 3-ქულიანი ჩააგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კაკტუსს 23 ქულით და 5 პასით დეანდრე პარკსმა ულიდერა, დავით ლომიძის აქტივში კი 20 ქულაა. ქუთაისის რიგებში 22 ქულით საუკეთესო იყო ჯონათან ლი, დეჟუან რაითმა კი შეხვედრა 7 ქულით დაასრულა.

ანარაკლებ დაძაბული მატჩი გაიმართა აჭარის დედაქალაქში, სადაც ბათუმმა მინიმალური სხვაობით, 75:74 დაამარცხა მგზავრები. 

მატჩის დასრულებამდე ორ წუთზე ცოტა მეტი რჩებოდა, როდესაც ბათუმი 7 ქულით იგებდა და თითქოს მატჩიც მოგებული იყო, თუმცა თბილისელები შესანიშნავად ათამაშდნენ და საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე 74:73 დაწინაურდნენ - გადამწყვეტი სროლა უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა ჩააგდო და მასპინძლებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის დინამომ დიდი ანგარიშით დაამარცხა სოხუმი, მარნეულმა კი ოლიმპი 8-ქულიანი უპირატესობით დაჯაბნა.

სატურნირო ცხრილს 47 ქულით ქუთაისი ლიდერობს, ერთი ქულით ნაკლები აქვთ დინამოს, რუსთავს და კაკტუსს 

კომენტარები

ბოლო ამბები