Thumbnail
  • ფლამარიონ ჯოვინომ ლოკომოტივის დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა
  • ყოფილ გუნდთან საბა კვერკველიამ 90 წუთი ითამაშა

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში როტორმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაც დინამო ბათუმის ყოფილი თავდამსხმელის, ფლამარიონ ჯოვინოს დიდი დამსახურებაა. ვოლგოგრადელები მე-12 ტურში მოსკოვში, ლოკომოტივს დაუპირისპირდნენ და 2:1 მოიგეს.

ანგარიში ჯოვინომ მე-19 წუთზე გახსნა. დინამოს ყოფილმა შემტევმა პენალტი მოიპოვა (პენალტის ეპიზოდი ზურიკო დავითაშვილის თავით გაკეთებული იდეალური პასით დაიწყო), რომელიც თავად შეასრულა, მაგრამ მეკარე გილერმემ აუღო. ბრაზილიელს გაუმართლა, ბურთი ისევ მას მიუვიდა და დამატებაზე გატანა შეძლო. მოსკოველებმა ანგარში 10 წუთში გაათანაბრეს. 57-ე წუთზე ჯოვინომ გოლს საგოლე პასიც დაუმატა. მან ანდრეს პონსეს მიაწოდა პასი, რომელმაც შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პონსე თამაშში 30 წამის ჩართული იყო. 82-ე წუთზე საბა კვერკველიას საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ანტონ მირანჩუკმა ვერ გაიტანა და ანგარიში უცვლელი დარჩა. მატჩის ბოლოს გუნდებს თითო გოლიც გაუუქმეს.

საბა კვერკველიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ იმარჯვა

ჯოვინომ როტორში მე-4 თამაში ჩაატარა და მე-2 გოლის გატანა მოახერხა. ლოკომოტივის წინააღმდეგ საბა კვერკველიამ და ზურიკო დავითაშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს, ხოლო ბექა მიქელთაძე მინდორზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჯოვინო დასახელდა და სპეციალურად დაწესებული ჯილდოც მიიღო.

ვოლგოგრადის როტორმა ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა და მე-14/მე-16 ადგილებს ხიმკისთან და უფასთან ერთად იყოფს, თუმცა მის კონკურენტებს მე-12 ტურის თამაშები ჯერ არ ჩაუტარებიათ.

📺 ვიდეო: ჯოვინოს გოლი და საგოლე პასი მოსკოვის ლოკომოტივთან

კომენტარები

ბოლო ამბები