Thumbnail

'კარგად ვითამაშეთ, მაგრამ VAR-თან დავმარცხდით' - კუმანი კლასიკოს  შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბარსელონამ ცარიელ "კამპ ნოუზე" უმასპინძლა რეალს და სეზონის პირველი "ელ კლასიკო" 1:3 დათმო. ეს რონალდ კუმანისთვის პირველი კლასიკოა "ბარსას" თავკაცის რანგში.

რონალდ კუმანი (ბარსელონას მწვრთნელი): "კარგად ვითამაშეთ, თუნდაც მეორე ტაიმში. ძნელი მისაღებია, როცა ასე აგებ. მსაჯის ზოგიერთი გადაწყვეტილება ჩემთვის აუხსნელია. VAR-ის გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა იქონია შედეგზე.

ვფიქრობ, VAR-ს მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა ბარსას წინააღმდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ასეთი ორთაბრძოლები საჯარიმოში ჩვეულებრივი მოვლენაა. ხუთი მატჩი ვითამაშეთ და ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ იყო მიღებული გადაწყვეტილებები. გავიხსენოთ ხეტაფეს მატჩის ბარათები... წაგებას არ ვიმსახურებდით".

📺 ბარსელონა v რეალი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ რეალი პირველ ტაიმში ვალვერდემ დააწინაურა, თუმცა ოთხ წუთში ფატიმ გაათანაბრა. მეორე ტაიმში რეალს სერხიო რამოსის პენალტმა და მოდრიჩის გოლებმა მოაგებინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები