Thumbnail

'არა, გთხოვთ, არა' - მეორე მარცხი UFC-ში, ჯოჯუას ცხვირი გაუტეხეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მესამე ორთაბრძოლა გამართა. ის ამერიკელ მირანდა მავერიკს შეხვდა და პირველივე რაუნდში დამარცხდა - მას მერე, რაც მავერიკის იდაყვმა ჯოჯუას ცხვირი გაუტეხა, ექიმმა ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვა.

ბრძოლის გადამწყვეტი ეპიზოდი

ეს გადაწყვეტილება ლიანა ჯოჯუამ გააპროტესტა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, ჯოჯუას ნაკერები დაადეს, მაგრამ ექიმმა ჩათვალა, რომ მისი რინგზე დაბრუნება უსაფრთხო არ იქნებოდა. "არა, არა, გთხოვთ, არა", - ყვიროდა ჯოჯუა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება რეფერიმ მიიღო და ბრძოლა შეწყდა.

კომენტარები

ბოლო ამბები