Thumbnail

'კიდევ 4 გოლის გატანა შეგვეძლო' - ზიდანი კლასიკოს შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

სეზონის პირველი "ელ კლასიკო" ბარსელონაში რეალმა დამაჯერებლად მოიგო - 3:1. ზედიზედ მე-6 კლასიკოა, რაც "კამპ ნოუზე" ზინედინ ზიდანი დაუმარცხებელია.

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "არ ვიცი ჩემს მიმართ ბოლო დროინდელი კრიტიკა დამსახურებული იყო თუ არა. მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა - ამ გუნდით ვამაყობ. ჩვენ ვაჯობეთ გუნდს, რომელსაც მუდმივად შეუძლია გადამწყვეტი დარტყმა მოგაყენოს. დიახ, კურტუამ ორჯერ გვიხსნა, მაგრამ კიდევ 4 გოლის გატანა შეგვეძლო. საბოლოოდ, ბედნიერები ვართ, სამი ქულა ჩვენია. 
რატომ განსხვავდებოდა რეალის ეს მატჩი შახტართან შეხვედრისგან ასე? ხანდახან ასეთ კითხვებზე უბრალოდ არ არსებობს პასუხი. მთავარია, დღეს როგორ ვითამაშეთ. გვეიმედება, რომ მომავალშიც ასე იქნება. 

დღეს თავს კომპაქტურად ვიცავდით და შეტევაში სივრცეებს ვქმნიდით. სერხიო რამოსი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რაც მთავარია, გუნდი მასთან ერთად უკეთესია. 
პენალტის ეპიზოდი? მსაჯობაზე არ ვლაპარაკობდი და არც დღეს დავიწყებ. ამ მომენტის მიუხედავად, ჩვენ ეს 3:1 ნამდვილად დავიმსახურეთ. რა თქმა უნდა, მომენტები ბარსასაც ჰქონდა". 

📺 ბარსელონა v რეალი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ რეალი პირველ ტაიმში ვალვერდემ დააწინაურა, თუმცა ოთხ წუთში ფატიმ გაათანაბრა. მეორე ტაიმში რეალს სერხიო რამოსის პენალტმა და მოდრიჩის გოლებმა მოაგებინეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები