Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა სტუმრად სანკტ პეტერბურგის ზენიტი დაამარცხა - 2:1
  • 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სასტარტოში ითამაშა და ფლანზე აქტიური იყო  

ხვიჩა კვარაცხელიამ და ყაზანის რუბინმა რუსეთის პრემიერლიგაში სენსაციური გამარჯვება იზეიმეს. მე-12 ტურის შეხვედრაში რუბინი სტუმრად სანკტ პეტერბურგის ზენიტს დაუპირისპირდა და მოქმედ ჩემპიონთან სამი ქულა მოიპოვა.

19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანი მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დატოვა. ხვიჩა თავის ფლანგზე ტრადიციულად აქტიური იყო და მეტოქეს არაერთხელ დაარღვევინა წესები. მართალია, კვარაცხელია გოლით ან საგოლე პასით ამჯერად არ გამორჩეულა, მაგრამ სტუმართა პირველ გოლში მონაწილეობა მანაც მიიღო.

📺 ზენიტი V რუბინი

ზენიტმა ანგარიში ეროხინის გოლით (26-ე წუთი), სტანდარტის გათამაშების შემდეგ გახსნა, თუმცა რუბინმა შესვენებამდე ჯერ დესპოტოვიჩის (43) გოლით გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი იევტიჩმა (69) გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.  

რუბინის ზეიმი სანკტ-პეტერბურგში

ამ მოგებით რუბინმა 18 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-9 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრა ხვიჩას გუნდს 31 ოქტომბერს, შინ ტულის არსენალთან უწევს, რომლის ღირსებას გია გრიგალავა იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები