Thumbnail

U23 ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში: ნიკა შენგელიას ვერცხლის მედალი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ერევანში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ტარდება ფარიკაობაში.
  • ტურნირის პირველ დღეს ნიკა შენგელიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

15 აპრილს ერევანში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო ფარიკაობაში. ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრში საქართველოს სახელს 12 მოფარიკავე დაიცავს.

საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა პირველი დღე - ხმლით მოფარიკავეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა ნიკა შენგელიამ და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნიკა შენგელიასთვის ეს პირველი დიდი წარმატებაა კარიერაში

ნიკამ ჯგუფში სამი ორთაბრძოლა მოიგო, ამდენჯერვე დამარცხდა და პლეი ოფში გავიდა.

1/16 ფინალში ქართველმა კირილ ეფიმოვი 15:9 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ასევე რუს ვასილი შირშოვს 15:14 მოუგო.

1/4 ფინალში ებრაელი კონსტანტინ ვორონინი 15:14 დაამარცხა და ნახევარფინში გავიდა, სადაც ფრანგ ბაბტის დიუბარს 15:12 მოუგო.  

ფინალში ნიკა შენგელია იტალიელ დარიო კავალიერეს შეხვდა, 6:15 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები