Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისევ წააგო - მე-8 მატჩი სეტის მოუგებლად

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:7, 2:6 ნორბერტ გომბოსი
  • ბასილაშვილი ვენის ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში სლოვაკ ნორბერტ გომბოსს შეხვდა და ორ სეტში, 6:7, 2:6 დამარცხდა. ნიკოლოზმა პირველ სეტში მეტოქე დააბრეიკა და 3:1 დაწინაურდა, თუმცა თავისი მოწოდება მალევე წააგო და, საბოლოოდ, ტაი ბრეიკი 2:7 დათმო.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტში მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და 2:6 დამარცხდა. ბასილაშვილის ვენის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა. ის ამჟამად რეიტინგის 34-ე ნომერია, ხოლო მისი სლოვაკი მეტოქე რეიტინგში 104-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ATP-ის ეგიდით ზედიზედ მე-8 მატჩი წააგო ისე, რომ სეტის მოგებაც ვერ მოახერხა. ბასილაშვილს უკვე 11-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს. მან ბოლოს ლატვიელი რიკარდას ბერანკისი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები