Thumbnail

'შეგვეშინდა, ძვირფასი ნივთები წაიღეს' - ლუკა ტონი დააყაჩაღეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუკა ტონი ოჯახთან ერთად ისვენებდა, როცა მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ
  • სამმა შეიარაღებულმა პირმა ტონის სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღო

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ლუკა ტონი ადასტურებს, რომ ის და მისი ოჯახი შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდნენ. ტონის განცხადებით, მისი ოჯახი ახლა თავს კარგად გრძნობს. ლუკამ განცხადება ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

''ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ჩემს ოჯახს თავს დაესხნენ. სამ მძარცველს სათხილამურო ნიღბები ეკეთა, მათ იარაღი ჰქონდათ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩემი ოჯახი თავს კარგად გრძნობს. ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმ ტრავმისა, რაც თავდასხმის დროს შიშისგან მივიღეთ. ძალიან ძვირფასი ნივთები წაიღეს. პოლიცია მალევე მოვიდა. სავარაუდოდ, მეზობლებმა გამოიძახეს საეჭვო ხმების შემდეგ. დაცვამ ვერაფერი შეამჩნია. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით. ვითხოვ პატივისცემას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ'', - წერს ლუკა ტონი ინსტაგრამზე.

ლუკა ტონი ფიორენტინას, ვერონას, იუვენტუსისა და მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა. მას სხვა იტალიურ კლუბებშიც უთამაშია. ლუკა 2-ჯერ გახდა სერია A-ს ბომბარდირი.

კომენტარები

ბოლო ამბები