Thumbnail
  • ბოლო დროს გაბონელი არცთუ კარგ ფორმაშია
  • გულშემატკივრები მისგან უფრო მეტს ელიან

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონის არსენალს დატოვებდა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებდა. ყველაზე მეტად გაბონელის სახელს ბარსელონას უკავშირებდნენ.

მიუხედავად ამისა, 31 წლის ფეხბურთელი არსენალში დარჩა. შეგახსნებთ, რომ ფორვარდი "მეთოფეების" კაპიტანია და მისი წასვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა, რადგან შეტევაში მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ბოლო რამდენიმე მატჩია, ლონდონური კლუბის გულშემატკივარი უკმაყოფილოა ობამეიანგის თამაშით და მისგან უფრო მეტს ელის. მან პრემიერლიგაში გოლი ბოლოს 12 სექტემბერს, ფულემის წინააღმდეგ გაიტანა, ხუთშაბათს კი ევროპალიგაზე რაპიდი დაამწუხრა. რაპიდთან გატანილი გოლი პიერ-ემერიკისთვის პირველი იყო ბოლო ხუთ შეხვედრაში.

ჟურნალისტებმა გუნდის მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას ობამეიანგის შესახებ ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა გულშემატკივრების კრიტიკაზე, რაზეც ესპანელმა სპეცილისტმა უპასუხა, რომ ეს ნორმალურია, რადგან გაბონელი ფეხბურთელისგან ყოველთვის მეტს ელიან.

"ფანების რეაქცია გასაკვირი არ არის, რადგან მოლოდინი გაქვს, რომ ობამეიანგმა გოლი ყველა თამაშში უნდა გაიტანოს. მან უფრო მეტად უნდა გამოიყენოს გოლის გატანის შესაძლებლობები და ხშირად უნდა მიიღოს ბურთი საჯარიმოში, რათა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია", - განაცხადა არტეტამ.

ლონდონის არსენალი მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, ლესტერ სიტის წინააღმდეგ გამართავს. პიერ-ემერიკ ობამეიანგს შეეძლება თავი "მელიების" წინაღმდეგ გამოიჩინოს და პრემიერლიგაში მშრალი სერია შეწყვიტოს.

კომენტარები

ბოლო ამბები