Thumbnail
  • ჰიუსტონმა პლეი ოფში მძიმე სტარტი აიღო.
  • როკეტსი მარცხისგან ჯეიმს ჰარდენმა იხსნა.
  • ოკლაჰომამ სერია გამარჯვებით დაიწყო.

ჰიუსტონ როკეტსი, NBA-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი, პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, მინესოტასთან მარცხს ძლივს გადაურჩა. 104:101 - ეს არ არის ის ანგარიში, რომელსაც ამ შეხვედრისგან ველოდით.

კლივლენდის მარცხი, დრამა ბოსტონში

ჰიუსტონის ქომაგებმა მადლობა, პირველ რიგში, ჯეიმს ჰარდენს უნდა უთხრან, რომელმაც 44 ქულა ჩააგდო და მინესოტა, ფაქტობრივად, მარტომ დაამარცხა. ჰარდენმა 26 მცდელობიდან 15 ჩააგდო და მხოლოდ 5 ქულა დააკლდა იმისათვის, რომ პლეი ოფის რეკორდი მოეხსნა, რომელიც NBA-ს ლეგენდა ჰაკიმ ოლაჯიუვონს ეკუთვნის.

ჰარდენს მხარი ყველაზე კარგად შვეიცარიელმა ცენტრმა კლინტ კაპელამ აუბა, რომელმაც 24 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გააკეთა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჰიუსტონმა ერთხელაც ვერ შეძლო სერიოზული უპირატესობის მოპოვება, მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე კი სულაც 1 ქულით აგებდა. მერე იყო 9:0 გაქცევა და ცხრიდან 7 ქულა, რა თქმა უნდა, ჰარდენის ანგარიშზეა.

ჯორჯმა და ვესტბრუკმა ოკლაჰომას მოაგებინეს

პლეი ოფის სერია მოგებით დაიწყო ოკლაჰომამაც. რასელ ვესტბრუკმა და კომპანიამ იუტა ჯაზი 116:108 დაამარცხეს.

ვის რა შანსი აქვს პლეი ოფში - დეტალური ანალიზი

მატჩის საუკეთესო კალათბურთელები ოკლჰომას სუპერვარსკვლავები, პოლ ჯორჯი (36 ქულა, 7 მოხსნა) და ვესტბრუკი (29 ქულა, 13 მოხსნა, 8 პასი) იყვნენ. იუტადან შესანიშნავი გახლდათ ახალგაზრდა დონოვან მიტჩელი, რომელმაც 27 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები